„როიტერის“ ინფორმაციით, კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული ესპანეთის ყოფილი მეფე დომინიკელთა რესპუბლიკაშია
„როიტერის“ ინფორმაციით, კორუფციასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული ესპანეთის ყოფილი მეფე დომინიკელთა რესპუბლიკაშია

ესპანეთის ყოფილი მეფე, რომელმაც ქვეყანა დატოვა, ამჟამად დომინიკელთა რესპუბლიკაში იმყოფება.

„როიტერის“ ცნობით, ესპანეთის ყოფილმა მონარქმა, ხუან კარლოსმა ქვეყანა კორუფციის, ფულის გათეთრების, ფინანსური დოკუმენტების გაყალბებისა და გადასახადების დამალვის ბრალდებების გამო დატოვა. თავად ხუან კარლოსი კი აცხადებს, რომ ესპანეთიდან წასვლის გადაწყვეტილება ქვეყნის კეთილდღეობისთვის მიიღო.

ესპანური გამოცემა „ლა ვანგარდიას“ ინფორმაციით, ხუან კარლოსი, რომელმაც სამეფო სასახლე დატოვა, პორტუგალიაში მანქანით გაემგზავრა, საიდანაც თვითმფრინავით დომინიკელთა რესპუბლიკაში ჩავიდა. ადგილობრი გაზეთი წერს, რომ ხუან კარლოსი დომინიკელთა რესპუბლიკაში თავის ოჯახთან დარჩება, ვიდრე დანიშნულების ახალ ადგილს მოძებნის.

„ბიბისის“ ცნობით, ესპანეთის უზენაესი სასამართლო მექასა და მედინას დამაკვშირებელი სწრაფი მატარებლების ხაზის გაყვანის შესახებ საუდის არაბეთის მთავრობასა და ესპანურ კომპანიას შორის გაფორმებულ კონტრაქტში ხუან კარლოსის მონაწილეობას იძიებს. გამოძიება ასევე ვარაუდობს, რომ ყოფილ მონარქს შვეიცარიის ბანკში არადეკლარირებული თანხა აქვს.