„როიტერის“ ინფორმაციით, კორონავირუსი ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში გამოვლინდა
ახალი კორონავირუსი ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გამოვლინდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა კვიპროსში დაფიქსირდა. დაავადებულია ორი პაციენტი. ორივე საზღვარგარეთ იმყოფებოდა.
ერთ-ერთ ინფიცირებული 25 წლის მამაკაცია, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ხოლო მეორე 64 წლის ექიმი, რომელიც კვიპროსში 3 მარტს დიდი ბრიტანეთიდან ჩავიდა.