„როიტერის“ ინფორმაციით, ჯო ბაიდენი გაერო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად ლინდა თომას-გრინფილდს წარადგენს
ჯო ბაიდენი გაერო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად ლინდა თომას-გრინფილდს წარადგენს. ინფორმაციას ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ლინდა თომას-გრინფილდი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადამინისტრაციაში მუშაობდა. როგორც „როიტერი“ წერს, შავკანიანი ქალის გაერო-ში ელჩად დანიშნვნით ბაიდენს სურს, აჩვენოს საზოგადოებას, რომ მისი კაბინეტი მაქსიმალურად მრავალფეროვანი იქნება.
ლინდა თომას-გრინფილდი ობამას ადმინისტრაციის პერიოდში 2013-2017 წლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მუშაობდა და აფრიკის სახელმწიფოების საკითხებს კურირებდა.
სახელმწიფო დეპარტამენტში თანამდებობის დატოვების შემდეგ ის აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაითის კომპანიაში მუშაობდა.