„როიტერის“ ინფორმაციით, ირანში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა
ირანში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, „მზარდი დაძაბულობის ფონზე, ეს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრაა“.
„ისტორიული შესაძლებლობა აქვს რეგიონის ყველა ქვეყანას. ომი სამხრეთ კავკასიაში დასრულდა და ახლა მშვიდობისა და თანამშრომლობის დროა“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა.
„Თავისი ძლიერი და გავლენიანი პოზიციიდან გამომდინარე, ირანი მზადაა, დაეხმაროს აზერბაიჯანსა და სომხეთს არსებული უთანხმოების მოგვარებაში“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა.
თეირანში გამართულ მოლაპარაკებებს ასევე ესწრებოდნენ რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი „ტვიტერზე“ წერს, რომ ანკარა მიესალმება თეირანში გამართულ მოლაპარაკებებს და იმედოვნებს, რომ ეს „სტიმულს მისცემს ნორმალიზაციისა და სამშვიდობო პროცესებს“.