„როიტერის“ ინფორმაციით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ტერეზა მეი დონალდ ტრამპს შეხვდება
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი 26 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდება.
ლიდერები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე და ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხზე იმსჯელებენ.
გაეროს რიგით 73-ე გენერალური ასამბლეა ნიუ ორკში 18 სექტემბერს გაიხსნა და პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება.