„როიტერის“ ინფორმაციით, ჩინეთი ვიზიტორებისთვის საკარანტინო პერიოდს 14-დან შვიდ დღემდე ამცირებს
ჩინეთი საზღვარგარეთიდან ჩასული ვიზიტორებისთვის საკარანტინო პერიოდს ანახევრებს. „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს.
შესაბამისად, საერთაშორისო მოგზაურებისთვის საკარანტინო პერიოდი შვიდ დღემდე შემცირდება.
როგორც ცნობილია, ცენტრალიზებულ დაწესებულებებში გატარებული შვიდი დღის შემდეგ, მოგზაურები სახლის პირობებში დამატებით სამდღიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იქნებიან.