„როიტერი“ - კატარის შუამავლობით გრძელდება მოლაპარაკება ისრაელ-„ჰამასის“ შეთანხმებაზე, რომელიც სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ღაზიდან 50 მოქალაქის გათავისუფლებასაც გულისხმობს
კატარის შუამავლები აგრძელებენ მოლაპარაკებებს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის შეთანხმებაზე, რომელიც მოიცავს დაახლოებით 50 მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლებას ღაზიდან, სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ, – ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას.
შეთანხმება, რომელიც განხილვის პროცესშია და კოორდინირებულია აშშ-თან, ასევე ითვალისწინებს რამდენიმე პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას ისრაელის ციხეებიდან და ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობის გაზრდას ღაზაში.
„როიტერის“ ცნობით, „ჰამასი“ დათანხმდა შეთანხმების ზოგად მონახაზს, თუმცა ისრაელი არ დათანხმდა და კატარი ჯერ კიდევ აწარმოებს მოლაპარაკებებს დეტალებზე. უცნობია, შეთანხმების ფარგლებში რამდენ პალესტინელ ქალსა და ბავშვს გაათავისუფლებს ისრაელი ციხეებიდან.
როგორც მედია წერს, კატარს, რომელსაც გააჩნია ამბიციური საგარეო პოლიტიკური მიზნები, აქვს პირდაპირი კომუნიკაციის ხაზი „ჰამასთან“ და ისრაელთან. ასეთი გარიგება დაავალდებულებს „ჰამასს“, წარადგინოს ღაზაში დარჩენილი ცოცხალი მძევლების სრული სია.