„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირის ელჩებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმეს
ევროკავშირის ელჩებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეათანხმეს, რომელიც ქვეყანას რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო დაუწესდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სანქციები რვა ფიზიკურ პირსა და კომპანიას შეეხება.
დღემდე, ირანიც და რუსეთიც უარყოფენ, რომ თეირანი საბრძოლო დრონებს აწვდის მოსკოვს.