„როიტერის“ ცნობით, ერაყში მდებარე აშშ-ის საავიაციო ბაზას თავს დაესხნენ, არიან დაჭრილები
ერაყში მდებარე აშშ-ის საავიაციო ბაზას თავს დაესხნენ. არიან დაჭრილები. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, საავიაციო ბაზა აინ-სა-ასადზე სარაკეტო დარტყმის შედეგად რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაზის მიმართულებით, რომელსაც აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციური ძალები იყენებენ, ათამდე რაკეტა გაისროლეს.
ამასთან, მედიის ცნობით, სამხედროებმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ერაყში ამერიკულ საავიაციო ბაზაზე თავდასხმა იმ ფონზე მოხდა, როდესაც სირიის დედაქალაქზე დარტყმის შედეგად ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხუთი წევრი მოკლეს. ირანმა მომხდარში ისრაელი დაადანაშაულა და შურისძიებით დაიმუქრა.