„როიტერის“ ცნობით, აშშ უკრაინას პირველად გადასცემს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს
„როიტერის“ ცნობით, აშშ უკრაინას პირველად გადასცემს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს.
როგორც სააგენტო იუწყება, აშშ უახლოეს ხანში გამოაცხადებს უკრაინისთვის ახალი სამხედრო მხარდაჭერის პაკეტის გადაცემას, რომელშიც ასევე იქნება 150 კილომეტრზე მოქმედი რაკეტები.
საუბარია მაღალი სიზუსტის მქონე რაკეტებზე Ground Launched Small Diameter Bomb. ეს აშშ-ისა და შვედეთის მიერ წარმოებული რაკეტებია, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მოძრავ სამიზნეებზე დარტყმების განხორციელებაც.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე აშშ უკრაინის არმიას აწვდიდა ისეთ შეიარაღებას, რომელთა მოქმედების რადიუსი 80 კილომეტრამდე იყო.
„როიტერის“ ცნობით, აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერის ახალი პაკეტის ღირებულება 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს და მისი გამოყოფის შესახებ ვაშინგტონი უახლოეს ხანში გამოაცხადებს.