„როიტერის“ ცნობით, აშშ ერაყს სთავაზობს, საერთაშორისო კოალიციის სამხედროების გაყვანის შესახებ მოლაპარაკება დაიწყოს
„როიტერის“ ცნობით, აშშ ერაყს სთავაზობს, საერთაშორისო კოალიციის სამხედროების გაყვანის შესახებ მოლაპარაკება დაიწყოს.
როგორც სააგენტო წერს, ამის ნაცვლად, ვაშინგტონი ერაყს ორმხრივ თანამშრომლობაზე გადასვლას სთავაზობს.
„როიტერთან“ საუბარში ანონიმური წყარო აცხადებს, რომ შესაბამისი შეტყობინება აშშ-ის ელჩმა ერაყში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს გადასცა. საპასუხოდ, ერაყის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ წერილს დეტალურად შეისწავლიან.
ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, მოლაპარაკება ბაღდადთან, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში ამერიკელი სამხედროების ერაყიდან გაყვანა, სავარაუდოდ, არ მოხდება.
ერაყში ამჟამად 2 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა დისლოცირებული. ისინი ადგილობრივ ძალებს ეხმარებიან ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, ერაყში ამერიკელ სამხედროებთან ერთად იმყოფებიან ევროპელი ჯარისკაცებიც.
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში ერაყში დისლოცირებულ საერთაშორისო კოალიციის ძალების სამხედრო ობიექტებზე ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების მხრიდან არაერთი თავდასხმა განხორციელდა. საპასუხოდ, აშშ-მა ერაყის ტერიტორიაზე დარტყმები მიიტანა, რის გამოც ერაყის პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ შია ას-სუდანმა კოალიციური ძალების ერაყიდან გაყვანა მოითხოვა.