„როიტერი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთთან ომი მომავალ წელს დიპლომატიური გზით დასრულდეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა რუსეთთან ომი მომავალ წელს დიპლომატიის გზით დასრულდეს.
„ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს ომი მომავალ წელს დიპლომატიური გზით დასრულდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რადიო ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება რთულია და რუსეთს წინსვლას აქვს.
მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო შეთანხმებით დაინტერესებული არ არის.
გარდა ამისა, ზელენსკიმ თქვა, რომ, აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, არჩეულ პრეზიდენტთან ინაუგურაციამდე შეხვედრის გამართვა არ შეუძლია.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საუბარს მხოლოდ თავად დონალდ ტრამპთან აპირებს და არა მის რომელიმე მრჩეველთან.