„როიტერი“ - უნგრეთმა და ჩეხეთმა შეაჩერეს ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების მცდელობა იმ ისრაელელი პირებისთვის, რომლებიც თავს დაესხნენ პალესტინელებს დასავლეთ სანაპიროზე
„როიტერი“ - უნგრეთმა და ჩეხეთმა შეაჩერეს ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების მცდელობა იმ ისრაელელი პირებისთვის, რომლებიც თავს დაესხნენ პალესტინელებს დასავლეთ სანაპიროზე

უნგრეთმა და ჩეხეთმა შეაჩერეს ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესების მცდელობა იმ ისრაელელი პირებისთვის, რომლებიც თავს დაესხნენ პალესტინელებს დასავლეთ სანაპიროზე, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ანონიმურ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ცნობით, უნგრეთმა და ჩეხეთმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არ იყვნენ ამ წინადადების წინ წასვლისთვის. წინადადებები მოიცავდა სანქციების დაწესებას ათეული ადამიანის და ორგანიზაციის მიმართ.

როგორც სააგენტო წერს, სანქციები გულისხმობდა ევროკავშირში მოგზაურობის აკრძალვას.

მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ახლა ნამდვილად არ არის ისრაელელი პირებისთვის სანქციების დაწესების დრო. მისივე თქმით, ევროკავშირს აქცენტი უნდა ჰქონდეს ისრაელის დახმარებაზე „ჰამასის“ დასამარცხებლად და მძევლების გათავისუფლებაზე.

ცნობისთვის, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს რამდენიმე ისრაელელს, რომლებიც, მათი თქმით, პასუხისმგებელნი არიან დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელებზე თავდასხმაზე.