„როიტერი“ - უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა
რუსეთის სარაკეტო თავდასხმების შედეგად ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანდა, – როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ.
რუსეთმა ღამით სარაკეტო იერიში სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაზე მიიტანა, რამაც ოდესაში, შავი ზღვის პორტში ინფრასტრუქტურა დააზიანა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ 36 უპილოტო საფრენი აპარატიდან 31-ის ჩამოგდება მოახერხეს. უპილოტო თვითმფრინავების უმეტესობა ჩამოაგდეს სამხრეთით ოდესისა და მიკოლაივის რაიონებში, დანარჩენი კი განადგურდა დონეცკის, ხარკოვისა და დნიპროპეტროვსკის აღმოსავლეთ რეგიონებში.
მიკოლაევის მერის, ალექსანდრ სენკევიჩის თქმით, ქალაქის პორტში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.
„როიტერის“ ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„ეს თავდასხმა იყო კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ტერორისტ ქვეყანას სურს, საფრთხე შეუქმნას 400 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინული საკვების ექსპორტზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის შტაბის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა.