„როიტერი“ - უკრაინამ კონტრშეტევის დაწყების შემდეგ რუსული ძალების წინააღმდეგ მომზადებული 12 ბრიგადიდან მხოლოდ სამი აამოქმედა
უკრაინამ კონტრშეტევის დაწყების შემდეგ რუსული ძალების წინააღმდეგ მომზადებული 12 ბრიგადიდან მხოლოდ სამი აამოქმედა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სამხედრო ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერი“ წერს, რომ უკრაინის კონტრშეტევა ფორმას იძენს, მაგრამ მთავარი გამოცდა ჯერ არ დამდგარა, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები გარკვეულ მანძილზე არიან რუსეთის თავდაცვის მთავარ ხაზთან, ხოლო შეტევისთვის მომზადებული ძალების ძირითადი ნაწილი კვლავ მზადყოფნაშია.
უკრაინამ ოპერაციისთვის 12 ჯავშანსატანკო ბრიგადა შექმნა, მათგან ცხრა გაწვრთნილი და აღჭურვილია დასავლეთში. ბრიგადა, ჩვეულებრივ, მოიცავს, სულ მცირე, 3 500-4 000 ჯარისკაცს.
სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვის სტრატეგია სამხრეთში, სავარაუდოდ, მიზნად ისახავს, მაქსიმალურად გაზარდოს უკრაინელი ჯარისკაცების მსხვერპლი, ვიდრე კიევი მიაღწევს რუსეთის თავდაცვის მთავარ ხაზს დაახლოებით 10-15 კმ-ის დაშორებით.