„როიტერი“ - თურქეთის საჰაერო ძალებმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 58 ობიექტზე ახალი საჰაერო დარტყმა განახორციელეს
თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 58 ობიექტზე ახალი საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ბევრი მებრძოლი „გაანეიტრალეს“.
თურქული მედიის ინფორმაციით, ერაყის თავდაცვის მინისტრი ტაბეტ ალ-აბასი ხუთშაბათს ანკარას ეწვევა, რათა შეხვდეს თურქ კოლეგას, იასარ გულერს.
შეგახსენებთ, რომ ანკარაში შსს-ს შენობასთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთებმა აიღეს. ქურთი მებრძოლების განცხადებაში, რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს, აღნიშნულია, რომ თავდასხმა „უკვდავთა ბრიგადასთან“ დაკავშირებულმა მებრძოლებმა განახორციელეს.