„როიტერი“ - თურქეთი მოუწოდებს აშშ-ს, გამოიყენოს თავისი გავლენა, რათა შეაჩეროს ისრაელის თავდასხმები ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა ამერიკელ კოლეგას, ენტონი ბლინკენს მოუწოდა, მოსთხოვოს ვაშინგტონს, გამოიყენოს თავისი გავლენა ისრაელზე, რათა შეაჩეროს ისრაელის თავდასხმები ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე. ამის შესახებ „როიტერი“ თურქულ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
„ფიდანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი უნდა დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან ცეცხლის სრული შეწყვეტის მიღწევის შემდეგ, რათა დაიწყოს პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას, რომელიც ორი სახელმწიფოს პრინციპის გადაწყვეტაზეა დაფუძნებული“, – განუცხადა წყარომ „როიტერს“.
გამოცემა აღნიშავს, რომ თურქულმა მხარემ მკაცრად გააკრიტიკა ისრაელი, მოითხოვა ცეცხლის სრული შეწყვეტა და ისრაელის ლიდერების გასამართლება საერთაშორისო სასამართლოში ომის დანაშაულებისთვის, ამასთან გააკრიტიკა დასავლეთის მხარდაჭერა ისრაელის მიმართ.