„როიტერი“ - ტრამპის მოკავშირე, მილიარდერი ტომას ბარაკი აშშ-ში არაბთა გაერთიანებული საამიროების ინტერესების უკანონო ლობირების ბრალდებით დააკავეს
დონალდ ტრამპის მილიარდერი მეგობარი ტომას ბარაკი, რომელიც ყოფილი პრეზიდნეტის საინაუგურაციო ფონდის თავმჯდომარე იყო, უცხო ქვეყნის უკანონო ლობირებისა და მართლმსაჯულების ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს.
შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორრც მედია წერს, ტომას ბარაკს აშშ-ში არაბთა გაერთიანებული საამიროების ინტერესების უკანონო ლობირებაში ედება ბრალი. მას ასევე ადანაშაულებენ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მის კავშირებზე გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ ჩვენებების მიცემაში.
74 წლის ტომას ბარაკი ტრამპის დიდი ხნის მოკავშირეა, ის არის მსხვილი კერძი საინვესტიციო კომპანია Colony Capital-ის დამფუძნებელი.