„როიტერი“ - თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე, გერმანიასა და ყატარს შორის მოლაპარაკებებში უთანხმოებაა
თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გრძელვადიანი მიწოდების თაობაზე გერმანიასა და ყატარს შორის მოლაპარაკებებში უთანხმოებაა. ამის შესახებ „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, მოლაპარაკებებში რიგ ძირითად საკითხებზე უთანხმოების გამო, სირთულეები ექმნებათ.
მედიის ცნობით, გერმანია, რომელიც 2040 წლისთვის ნახშირორჟანგის ემისიების 88%-ით შემცირებას გეგმავს, არ სურს, დათანხმდეს ყატარის მოთხოვნას, სულ მცირე 20-წლიან კონტრაქტებს მოაწეროს ხელი.
„როიტერი“ წერს, რომ ამავდროულად, ყატარი არ ეთანხმება გერმანიის, ისევე, როგორც მთელი ევროკავშირის სურვილს, შესაძლებელი იყოს მიღებული თხევადი გაზის ტრანსპორტირება სხვა ქვეყნებში.
„თხევადი ბუნებრივი აირის კონტრაქტის ხანგრძლივობის საკითხი, რომელიც გერმანიის დეკარბონიზაციის მიზნებს პოტენციურ საფრთხეს უქმნის, ყატართან მიმდინარე დისკუსიების ნაწილია“, – აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ.
მედიის ინფორმაციით, გერმანია ყოველწლიურად დაახლოებით 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მოიხმარს. ამ მოცულობის დაახლოებით 55% რუსეთიდან მოდის, დანარჩენი კი ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან და სხვა ქვეყნებიდან.