„როიტერი“ - თეირანში, კლინიკაში აფეთქება მოხდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი
თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში, სამედიცინო დაწესებულებაში ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, გარდაიცვალა 13 ადამიანი, რამდენიმე კი, დაშავდა.
როგორც თეირანის გუბერნატორის მოადგილემ, რეზა გუდარზიმ სახელმწიფო მედიასთან განაცხადა, აფეთქება კლინიკაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.