„როიტერი“ - სლოვაკეთი და უნგრეთი, ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, რუსული ნავთობის შესყიდვას 2023 წლის ბოლომდე შეძლებენ
ევროკავშირის სანქციების მიუხედავად, სლოვაკეთი და უნგრეთი 2023 წლის ბოლომდე შეძლებენ რუსული ნავთობის შესყიდვას. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ევროკავშირის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერი“ წერს, რომ გამონაკლისი დაშვებულია, რადგან სლოვაკეთი და უნგრეთი რუსულ ნავთობზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული.
მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი არის რუსეთის ნავთობის მთავარი კლიენტი, რომელიც ყოველდღიურად დაახლოებით 3.5 მილიონ ბარელ ნედლ და რაფინირებულ პროდუქტს ყიდულობს. გასულ წელს ბლოკმა 73 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯა რუსულ ნავთობზე.