„როიტერი“ - სირიასთან ურთიერთობების აღსადგენად ერდოღანი ასადთან შეხვედრას არ გამორიცხავს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ურთიერთობების აღსადგენად სირიის პრეზიდენტთან, ბაშარ ალ-ასადთან შეხვედრას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მანამდე ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ღიაა, ვიდრე ანკარა პატივს სცემს სირიის სუვერენიტეტს და ხელს უწყობს კონტრტერორიზმს.
საპასუხოდ ერდოღანმა თქვა, რომ ანკარას და დამასკოს შეუძლიათ, იმოქმედონ ურთიერთობების აღსადგენად.
„არ არსებობს მიზეზი, რომ ეს არ მოხდეს. ისევე, როგორც წარსულში ვინარჩუნებდით ძლიერ კავშირებს, ასადთან მოლაპარაკებები ოჯახებს შორისაც გვქონდა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ვთქვათ, რომ ეს აღარ განმეორდება მომავალში, ეს შეიძლება მოხდეს“, – თქვა ერდოღანმა და დასძინა, რომ თურქეთი არ აპირებს სირიის შიდა საქმეებში ჩარევას.