„როიტერი“ - შვეიცარია უკრაინის ომის გამო სამხედრო ხარჯებს გაზრდის
„როიტერი“ - შვეიცარია უკრაინის ომის გამო სამხედრო ხარჯებს გაზრდის

შვეიცარია უკრაინის ომის გამო სამხედრო ხარჯებს გაზრდის. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, შვეიცარიამ 2023 წელს შეიარაღებული ძალების აღჭურვისთვის 1,9 მილიარდი ფრანკი გამოყო.

„არსებული არასტაბილურობის გათვალისწინებით, უსაფრთხოების პოლიტიკის ვითარება აშკარად რთულია ევროპის კონტინენტზე ომის, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტებისა და მსოფლიოში მიმდინარე სხვა მოვლენების გამო“, – განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა, ვიოლა ამჰერდმა პრესკონფერენციაზე.

ამასთან, შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ მოითხოვს 5,53 მილიარდი აშშ დოლარის კრედიტს ახალი სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად, მათ შორის მართვადი რაკეტებისა და საკომუნიკაციო სისტემების გასაუმჯობესებლად.

გარდა ამისა, როგორც მედია წერს, შვეიცარია ააშენებს მონაცემთა დამუშავების ახალ ცენტრს, რომელიც სამხედროებისთვის იქნება განკუთვნილი.

მანამდე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია და ევროპის თავდაცვის ინდუსტრია უნდა გადაერთონ იარაღის მასობრივ წარმოებაზე, რადგან უკრაინაში ომმა გამოავლინა, როგორ იბრძოდნენ ევროპელი მწარმოებლები საბრძოლო მასალაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.