„როიტერი“ - სატელეფონო საუბრის დროს მაკრონმა და შოლცმა პუტინს უთხრეს, რომ უკრაინაში ომის საკითხის ნებისმიერი გადაწყვეტა საჭიროა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების გზით
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ომზე ისაუბრეს.
ემანუელ მაკრონს, ოლაფ შოლცს და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
„როიტერი“ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ შოლცმა და მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტისგან უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს. მაკრონმა და შოლცმა ასევე უთხრეს პუტინს, რომ უკრაინაში ომის საკითხის ნებისმიერი გადაწყვეტა საჭიროა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების გზით. სამი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო დღეებში ახლო კონტაქტზე დარჩებიან.