„როიტერი“ - რუსეთზე მომუშავე ჰაკერებმა სავარაუდოდ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაში შეაღწიეს და ინფორმაცია მოიპარეს
რუსეთზე მომუშავე ჰაკერებმა სავარაუდოდ აშშ-ის სახაზინო და კომერციული დეპარტამენტის ელექტრონულ ფოსტაში შეაღწიეს და ინფორმაცია მოიპარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ჰაკერული თავდასხმა იმდენად სერიოზული იყო, რომ 12 დეკემბერს თეთრ სახლში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვიეს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს, ასევე გამოძიების ფედერალურ ბიუროს გამოძიების ჩატარება სთხოვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრალდებები არის ამერიკული მედიის კიდევ ერთი უსაფუძვლო მცდელობა, რომ აშშ-ის სააგენტოების წინააღმდეგ კიბერთავდასხმებში რუსეთი დაადანაშაულონ.