„როიტერი“ - რუმინეთი უკრაინის საზღვართან, მდინარე დუნაის გასწვრივ მდებარე დასახლებული პუნქტების დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის
რუმინეთი უკრაინის საზღვართან, მდინარე დუნაის გასწვრივ მდებარე დასახლებული პუნქტების დასაცავად საჰაერო თავდაცვის სისტემებს გზავნის.
„როიტერი“ რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ ტერიტორიას დაემატება მეტი სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტი და საპატრულო მისია.
„როიტერის“ ინფორმაციით, დამატებით ოთხი „F 16-ის“ ტიპის ავიაგამანდგურებლის გაგზავნა და არასაფრენი ზონის გაფართოება რუმინეთში და ნატო-ს ფართო ალიანსში მზარდი შეშფოთების ნიშანია, რომ უკრაინის ომი, შესაძლოა, მის ტერიტორიაზე გავრცელდეს. შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ რუსეთმა რუმინეთის მოსაზღვრე უკრაინული პორტების – იზმაილის და რენის დაბომბვა დაიწყო.
დასავლური მედია წერს, რომ რუმინეთში უპილოტო თვითმფრინავის ნაწილების დაცემის ცალკეული შემთხვევები გაურკვევლობის რისკს აჩენს.
რუმინეთის არმიამ ააშენა ორი ბომბების თავშესაფარი პლაურუს დასახლებაში, იზმაილიდან სულ რამდენიმე ასეულ მეტრში, ტერიტორიის მცხოვრებლებს კი ეგზავნებათ შეტყობინებები მობილურ ტელეფონებზე, როდესაც აღმოაჩენენ, რომ რუსული უპილოტო თვითმფრინავები მიფრინავენ უკრაინის პორტების მიმართულებით.