უცხოური მედია - რობერტ კენედი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, კანდიდატურას მოხსნის და ტრამპს დაუჭერს მხარს
აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი რობერტ კენედი, სავარაუდოდ, საარჩევნო კამპანიას დაასრულებს და დონალდ ტრამპს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც მედია იუწყება, აშშ-ის პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ცდილობს გარიგებას დონალდ ტრამპთან, რომლის მიხედვითაც, მხარს დაუჭერს რესპუბლიკელ მეტოქეს ადმინისტრაციაში თანამდებობის სანაცვლოდ.
რობერტ კენედის კამპანიაში განაცხადეს, რომ კენედი მიმართავს ხალხს, სადაც ისაუბრებს „ამჟამინდელ ისტორიულ მომენტსა და თავის სამომავლო გზაზე“.
მათივე თქმით, რობერტ კენედი გეგმავს არჩევნებიდან გამოთიშვას და ტრამპის მხარდაჭერას, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, შესთავაზებს თუ არა რესპუბლიკელი კანდიდატი კენედის „და სხვებს“ პოზიციას თეთრ სახლში არჩევის შემთხვევაში.
ამასთან, ტრამპმა „სიენენთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა, ღია იქნება“ ადმინისტრაციაში კენედისთვის თანამდებობის მიცემაზე, თუ დამოუკიდებელი კანდიდატი გამოეთიშება საარჩევნო რბოლას და მას დაუჭერს მხარს.