„როიტერი“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მმართველი პარტიის წევრებს განუცხადა, რომ „ლგბტ ლობიმ“ დასავლეთი მძევლად აიყვანა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას კაცობრიობის წმინდა ღირებულებებზე „ამაზრზენი“ თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ ეს იყო ქრისტიანული სამყაროს შეურაცხყოფა, „ლგბტ ლობის“ დაწესება.
როგორც „როიტერი“ წერს, ერდოღანმა ანკარაში მმართველი პარტიის წევრებს უთხრა, რომ ოლიმპიადა გაიხსნა „მტრობით კაცობრიობის, შემოქმედებისა და იმ ღირებულებების მიმართ, რომლებიც ადამიანებს ადამიანებად აქცევს“.
ერდოღანის თქმით, აპირებს რომის პაპთან დარეკვას, რათა განიხილოს ქრისტიანების შეურაცხყოფა და აღნიშნა, რომ უფრო მეტი ლიდერი უნდა საუბრობდეს ამ ღია თავდასხმაზე.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ აჩვენა „ლგბტ ლობის“ თავს მოხვევა, რომელმაც, მისივე თქმით, ევროპა და დასავლეთი მძევლად აიყვანა.