„როიტერი“ - რაფაჰში, ევაკუაციის ზონაზე ისრაელის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა
ისრაელმა რაფაჰის დასავლეთით მდებარე ევაკუაციის ზონაზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ „როიტერი“ ღაზის სექტორში „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ დაღუპულთაგან, სულ მცირე, 12 ქალია.
ამასთან, როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ისრაელის ტანკებმა ქალაქ რაფაჰის ცენტრამდე მიაღწიეს.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები რაფაჰში სამხედრო ოპერაციას აგრძელებენ, თუმცა ქალაქის ცენტრში წინსვლის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.