„როიტერი“ - ქაბულის აეროპორტში აფეთქებას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა
„როიტერის“ ინფორმაციით, ქაბულის აეროპორტში აფეთქებას სულ მცირე 13 ადამიანი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, აფეთქება აეროპორტის ერთ-ერთ შესასვლელთან მოხდა, სადაც ავღანელები იყვნენ შეკრებილნი.
წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 13 ადამიანი, მათ შორის ბავშვები და ქალები. დაშავებულთა შორის მოძრაობა „თალიბანის“ წევრებიც არიან. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა ჩაიდინა.
გარდა ამისა, „ფოქსნიუსი“ იტყობინება, რომ დაშავებულია აშშ-ის საზღვაო ძალების სამი ჯარისკაცი.