„როიტერი“ - „ოპეკ პლუსის“ ქვეყნები ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდნენ
„ოპეკ პლუსის“ ქვეყნები ნავთობის მოპოვების გაზრდაზე შეთანხმდნენ.
„როიტერის“ ინფორმაციით, „ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია“ და ორგანიზაციის არაწევრი ქვეყნები ონლაინ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის ზრდის გამო, ნავთობის წარმოება დღიურად 400 000 ბარელით გაიზრდება.
გასულ წელს, პანდემიით გამოწვეული მოთხოვნის შემცირების და ფასების ვარდნის გამო, „ოპეკ პლუსის“ ქვეყნებმა წარმოება დღიურად რეკორდულ 10 მილიონ ბარელამდე შეამცირეს.
შეხვედრის მონაწილეები ბაზარზე არსებულ ვითარებას და მონაწილე ქვეყნების მდგომარეობას დეკემბერში შეაფასებენ.
როგორც მედია წერს, „ოპეკ პლუსი“ ასევე შეთანხმდა უფრო მაღალი პრუდუქციის კვოტაზე 2022 წლის მაისიდან რამდენიმე ქვეყნისთვის, მთ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის, საუდის არაბეთისთვის, რუსეთისთვის, კუვეიტისთვის და ერაყისთვის.