„როიტერი“ - ყარაბაღში, საწვავის საცავში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, დაშავებულია, სულ მცირე, 300 და დაკარგულად ითვლება 105 ადამიანი
ყარაბაღში, საწვავის საცავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულია, სულ მცირე, 300 ადამიანი, ხოლო დაკარგულად მიიჩნევა 105 ადამიანი.
მედიის ცნობით, ადგილობრივებს რეგიონის დასატოვებლად საცავიდან საწვავს ურიგებდნენ, რის გამოც ტერიტორიაზე მრავალი ადამიანი იყო თავმოყრილი. ამასთან, რამ გამოიწვია აფეთქება, ამ ეტაპზე უცნობია.
„როიტერი“ წერს, რომ სომხეთში ყარაბაღიდან დაახლოებით 28 120 ადამიანი ჩავიდა.