„როიტერი“ - მოსკოვი აფრთხილებს ნატო-ს, რომ ორგანიზაციაში უკრაინის გაწევრიანებისკენ გადადმულ ნებისმიერ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან შედეგები მოჰყვება
„როიტერი“ - მოსკოვი აფრთხილებს ნატო-ს, რომ ორგანიზაციაში უკრაინის გაწევრიანებისკენ გადადმულ ნებისმიერ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან შედეგები მოჰყვება

მოსკოვი ნატო-ს აფრთხილებს, რომ ორგანიზაციაში უკრაინის გაწევრიანებისკენ გადადმულ ნებისმიერ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან შედეგები მოჰყვება. „როიტერი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ეს განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ გააკეთა.

„როიტერის“ ინფორმაციით, რუდენკოს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ამერიკის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით.

უკრაინაში ვიზიტის დროს ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს კიევის მისწრაფებას გახდეს ტრანსატლანტიკური ალიანსის წევრი და არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ვეტო დაადოს კიევის ამ გადაწყვეტილებას.