„როიტერი“ - მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები ბაქოში, გაერო-ს ეგიდით დაგეგმილ კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას დაესწრებიან
„როიტერი“ - მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები ბაქოში, გაერო-ს ეგიდით დაგეგმილ კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას დაესწრებიან

მოძრაობა „თალიბანის“ წარმომადგენლები ბაქოში გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციას დაესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავღანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, აზერბაიჯანში კონფერენციაზე დასასწრებად ჩავიდნენ ავღანეთის გარემოს დაცვის სააგენტოს მაღალჩინოსნები. როგორც სააგენტო „როიტერს“ დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა, მასპინძელმა აზერბაიჯანმა ავღანეთის გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები დამკვირვებლების სტატუსით მიიწვია.

„თალიბანის“ მთავრობა, რომელიც ავღანეთის სათევში 2021 წელს მოვიდა კოალიციური ძალების გასვლის შემდეგ, გაერო-ს წევრების მიერ ოფიციალურად აღიარებული არ არის ავღანეთის ლეგიტიმურ მთავრობად. ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც „თალიბანის“ მთავრობა გაერო-ს კლიმატურ კონფერენციას დაესწრება.

გაერო-ს მონაცემებით, კონფერენციაში მონაწილეობა დაადასტურა 100-ზე მეტი ქვეყნის მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაურმა. ევროკავშირს სამიტზე წარმოადგენს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. სამიტს არ დაესწრებიან აშშ-ის, ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიის, რუსეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და კანადის ლიდერები.