„როიტერი“ - კრემლის მაღალჩინოსანი ანატოლი ჩუბაისი, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო რუსეთი დატოვა, ჰოსპიტალიზებულია
კრემლის მაღალჩინოსანი ანატოლი ჩუბაისი, რომელმაც რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის გამო რუსეთი დატოვა, ჰოსპიტალიზებულია.
„როიტერის“ ცნობით, ჩუბაისი ევროპის ერთ-ერთი სახელმწიფოს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია. წინასწარი ცნობებით, მას იშვიათი იმუნური დარღვევა აქვს, რომელიც პერიფერიულ ნერვულ სისტემას აზიანებს.
როგორც სააგენტო წერს, ევროპის სადაზვერვო სამსახურები მომხდარს სწავლობენ, თუმცა დეტალები ჯერ არ გასაჯაროებულა. ზოგიერთი მედია და ოპოზიციონერი აქტივისტი ამტკიცებს, რომ ჩუბაისი შესაძლოა, მოწამლეს.
„როიტერის“ კიდევ ერთი წყაროს ცნობით, კრემლის ყოფილი მაღალჩინოსანი ვერ დადის და ვერ ლაპარაკობს.
ანატოლი ჩუბაისის ჰოსპიტალიზაციის შესახებ ინფორმაცია პირველმა რუსმა პოლიტიკურმა აქტივისტმა, ქსენია სობჩაკმა გაავრცელა.
ჩუბაისი წარსულში რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ ბორის ელცინის ადმინისტრაციის უფროს იყო. ის ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირებს კურირებდა, ვიდრე თანამდებობას დატოვებდა.