„როიტერი“ - კონგოში სკოლის მოსწავლეები პარლამენტში შტურმით შეიჭრნენ
კონგოში სკოლის მოსწავლეები პარლამენტში შტურმით შეიჭრნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, მოსწავლეები ხელისუფლებისგან პედაგოგებისთვის ხელფასების მომატებას ითხოვენ, რათა პედაგოგებმა გაფიცვა შეწყვიტონ და სკოლებს დაუბრუნდნენ.
„ჩვენ სწავლა გვინდა“, – სკანდირებდნენ კონგოელი მოსწავლეები.
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში პედაგოგები 4 ოქტომბერს გაიფიცნენ. ისინი ანაზღაურების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
პარლამენტში შეჭრილი მოსწავლეები საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა მიიღო და მოუწოდა სახლებს დაუბრუნდნენ.
მთავრობა ამტკიცებს, რომ პედაგოგების გაფიცვას რელიგიური ჯგუფები აწყობენ, რომლებიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დაწყებითი სკოლების უმეტესობას მართავენ.
პროფკავშირები მოუწოდებენ მთავრობას, სკოლები პოლიტიკური თამაშების ნაწილად არ აქციონ.