„როიტერი“ - ჯო ბაიდენი გეგმავს, უკრაინას 325 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცეს
„როიტერი“ - ჯო ბაიდენი გეგმავს, უკრაინას 325 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცეს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს, უკრაინას 325 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცეს, – ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ  წყაროზე დაყრდმობით წერს.

როგორც გამოცემა წერს, ახალი დახმარების პაკეტი შეიცავს 155 მმ-იან კასეტურ საბრძოლო მასალას და დამატებით იარაღს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის, კერძოდ Avenger საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, თუმცა როგორც აშშ-ის ოფიციალური პირი აცხადებს, დახმარების პაკეტი არ მოიცავს ACTAMS რაკეტებს, რომლებსაც კიევი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვს.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ ახალი დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღებს, მრავალჯერად სარაკეტო სისტემებსა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.

ცნობილია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინული მხარე აქტიურად სთხოვდა აშშ-ს ATACMS ტიპის სარაკეტო სისტემების მიწოდებას.

სექტემბერში Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ სულ უფრო უახლოვდება გადაწყვეტილების მიღებას ATACMS-ის უკრაინისთვის გადაცემის შესახებ.

როგორც ანონიმური ამერიკელი ოფიციალური პირი ამბობს, დახმარების ახალ პაკეტს, სავარაუდოდ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს, თეთრ სახლში ხუთშაბათს, 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

ცნობისთვის, აშშ-მა უკრაინას ომის დაწყების შემდეგ, ჯამში, 40 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გადასცა.