„როიტერი“ - ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ არ უგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც რუსეთამდე მიღწევა შეუძლიათ
აშშ უკრაინას სარაკეტო სისტემებს არ უგზავნის, – სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დელავერიდან თეთრ სახლში დაბრუნებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ არ ვუგზავნით უკრაინას სარაკეტო სისტემებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მედია წერს, რომ უცნობია, რომელი სარაკეტო სისტემები იგულისხმა ჯო ბაიდენმა. სააგენტოს ცნობით, უკრაინის ოფიციალური პირები ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს ითხოვენ, რომლის საშუალებითაც რაკეტების სროლა ასობით მილის მანძილზეა შესაძლებელი.