„როიტერი“ - ისრაელის მიერ ხან იუნისზე თავდასხმის შედეგად ათობით პალესტინელი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა
„როიტერი“ - ისრაელის მიერ ხან იუნისზე თავდასხმის შედეგად ათობით პალესტინელი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა

ისრაელის მიერ ხან იუნისზე თავდასხმის შედეგად ათობით პალესტინელი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმა ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისზე მოხდა, სადაც დევნილები კარვებში ცხოვრობდნენ.

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაბომბეს ხან იუნისში მდებარე დევნილთა კარვები. შემზარავი ხოცვა-ჟლეტისას დაიღუპა და დაიჭრა 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სამოქალაქო სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლები“, – აღნიშნულია „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.