„როიტერი“ - ისრაელის ძალების მიერ თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილების დაკავებისას ოთხი პალესტინელი დაიღუპა
„როიტერი“ - ისრაელის ძალების მიერ თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილების დაკავებისას ოთხი პალესტინელი დაიღუპა

ქალაქ რამალას მახლობლად ისრაელის ძალების მიერ თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილების დაკავების დროს ოთხი პალესტინელი დაიღუპა. მოგვიანებით, შეტაკებების დროს დაიჭრა რამდენიმე პირი, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე მდებარე საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. „როიტერის“ ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ პალესტინელი ოფიციალური პირები ავრცელებენ.

ამასთან, ისრაელის სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ადგილზე თავდასხმის მცდელობაში ეჭვმიტანილების დასაკავებლად მივიდნენ, რა დროსაც ოთხმა ეჭვმიტანილმა გაქცევა სცადა მანქანით. პოლიციამ მანქანას ცეცხლი გაუხსნა და ეჭვმიტანილები მოკლა.

პალესტინური მხარის ცნობით, ისრაელის ძალებმა მანქანას ქალაქ რამალას მახლობლად მდებარე სოფელთან გაუხსნეს ცეცხლი. მათივე ინფორმაციით, ისრაელის ჯარები მოგვიანებით სოფელში შევიდნენ, რის შემდეგაც შეტაკებების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.