„როიტერი“ - ირანში შაჰ-ჩერაჰის მავზოლეუმთან თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ირანის ქალაქ შირაზში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შესაბამისი განცხადება დაჯგუფებამ ტელეგრამ-არხით გაავრცელა.
ხელისუფლების ინფორმაციით, შიიტ მუსლიმთა წმინდა ადგილზე, შაჰ-ჩერაჰის მავზოლეუმთან განხორციელებულ თავდასხმას 13 ადამიანი ემსხვერპლა.
სახელმწიფო სააგენტო „ირნას“ ცნობით, ცეცხლი სამმა მამაკაცმა გახსნა, მათგან ორის დაკავება სამართალდამცველებმა შეძლეს.
ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის განცხადებით, თავდასხმა უპასუხოდ არ დარჩება.
შაჰ-ჩერაჰის მავზოლეუმი შირაზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.