ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოება დააჩქარა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა, იუკია ამანომ განაცხადა.
2015 წელს საერთაშორისო ექვსეულის მიერ ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმება თეირანს გამდიდრებული ურანის წარმოებას უზღუდავდა. თუმცა გასულ თვეს ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თეირანი შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების ნაწილს აღარ შეასრულებს.
შეგახსენებთ, 2018 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან გაფორმებული ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა.