„როიტერი“ - ირანისა და ავღანეთის საზღვარზე სროლის შედეგად ორი ირანელი მესაზღვრე და „თალიბანის“ ერთი მებრძოლი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც
„როიტერი“ - ირანისა და ავღანეთის საზღვარზე სროლის შედეგად ორი ირანელი მესაზღვრე და „თალიბანის“ ერთი მებრძოლი დაიღუპა, არიან დაჭრილებიც

ორი ირანელი მესაზღვრე და „თალიბანის“ ერთი მებრძოლი დაიღუპა ირანისა და ავღანეთის საზღვარზე სროლის შედეგად. „როიტერის“ ინფორმაციით, არიან დაჭრილებიც.

ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია შეტაკებების პროვოცირება, თუმცა ეს ინციდენტი წყლის უფლების შესახებ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე მოხდა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ირანი ავღანეთს 1973 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის მიხედვითაც, ავღანეთს აღებული აქვს ვალდებულება, წლიურად ირანს 850მ³ მილიონი წყალი მიაწოდოს ავღანეთის ყველაზე გრძელი მდინარე ჰელმანდიდან.

მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.