„როიტერი“ - ირანის სულიერი ლიდერი გარდაცვლილი პრეზიდენტის სანდო შემცვლელს ეძებს
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გარდაცვლილი პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის შემცვლელს ეძებს.
ირანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს არის დაგეგმილი.
მედია წერს, რომ ხამენეი სანდო და ერთგულ მოკავშირესა და მემკვიდრეს ეძებს, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის სულიერი ლიდერიც გახდება.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატების რეგისტრაცია 29 მაისს დაიწყო, პრეზიდენტობის მსურველ პრეტენდეტებს კონსტიტუციის დამცველთა საბჭო ამოწმებს. ამ პროცედურის წარმატებით გავლის შემთხვევაში კანდიდატების სახელები ბიულეტენში გადაინაცვლებს.
საბოლოო სია 11 ივნისს გახდება ცნობილი.
როგორც სააგენტო „როიტერს“ საბჭოსთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა, „მთავარი მიზანია ისეთი პრეზიდენტის არჩევა, რომელიც სულიერი ლიდერისა და მისი იდეალების მტკიცედ ერთგული იქნება. არჩევნებზე დაბალი აქტივობა კი ამას გარდაუვლად უზრუნველყოფს“.
ირანში არჩევნებში დაბალ აქტივობას, როგორც წესი, განაპირობებს კანდიდატების შეზღუდული რაოდენობა ან ოპოზიცური კანდიდატების არარსებობა.