„როიტერი“ - „ჰეზბოლა“ ირანს არწმუნებს, რომ არ ჩაითრევს მას ისრაელთან პოტენციური ომის შემთხვევაში
ლიბანური შიიტური სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ირანს არწმუნებს, რომ არ ჩაითრევს მას ისრაელთან პოტენციური ომის შემთხვევაში.
„როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ საუბარი იყო ბეირუთში ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ელიტური დანაყოფის, „ყუდსის ძალების“ მეთაურის, ესმაილ ყაანის და „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას შეხვედრის დროს.
„ჰეზბოლას“ ხელმძღვანელმა ირანელ სამხედრო მაღალჩინოსანს განუცხადა, რომ არ შეეცდება ირანის ჩართვას ისრაელთან ან აშშ-თან ომის შემთხვევაში და მარტო იბრძოლებს.
„ეს ჩვენი ბრძოლაა“, – განუცხადა ნასრალამ ყაანის.
ისრაელ-ლიბანის საზღვარზე სარაკეტო დაბომბა, ავიაიერიშები და საარტილერიო დარტყმები ხშირია, რის გამოც საზღვრის ორივე მხარს ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი დატოვა. ისრაელის შეტევების შედეგად „ჰეზბოლას“ 200-ზე მეტი წევრი და 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, ხოლო ლიბანიდან ისრაელზე თავდასხმების შედეგად ათი ისრაელელი ჯარისკაცი და ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.