„როიტერი“ - ღაზის სექტორის მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა არასწორი იყო
ღაზის სექტორის მოსახლეობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა არასწორი იყო. გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ამ თავდასხმის მხარდამჭერთა რიცხვი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
გამოკითხვა სექტემბრის დასაწყისში პალესტინის პოლიტიკისა და კვლევის ცენტრმა ჩაატარა. გამოკითხულთა 57% პროცენტი ამ თავდასხმას მხარს არ უჭერს, 39% კი თვლის რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა სწორი იყო.
ესაა პირველი შემთხვევა 7 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც PSR-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ღაზაში გამოკითხულთა უმრავლესობამ „ჰამასის“ თავდასხმა უარყოფითად შეაფასა. PSR-ის წინა გამოკითხვამ, რომელიც ივნისში ჩატარდა, აჩვენა, რომ ღაზაში გამოკითხულთა 57% ისრაელზე თავდასხმას სწორად მიიჩნევდა.