„როიტერი“ - გერმანიაში ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
გერმანიის პროკურატურის განცხადებით, დააკავეს და ბრალი წარუდგინეს პირს, რომელიც ჩინეთის საიდუმლო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
პროკურატურის თქმით, აღნიშნული პირი პოლიტოლოგია და 2001 წლიდან ანალიტიკურ ცენტრში მუშაობს. მათივე ინფორმაციით, ჩინეთის საიდუმლო სამსახურის მიერ მისი გადაბირება 2010 წელს, შანხაიში ვიზიტის დროს მოხდა, 2019 წლამდე ის ჩინეთის სპეც-სამსახურებს თანხის სანაცვლოდ გარკვეულ ინფორმაციას აწვდიდა.
როგორც მედია წერს, ეჭვმიტანილი, რომელიც მიუნხენის სასამართლოს წინაშე წარსდგება, ინფორმაციას მაღალი რანგის პოლიტიკური კონტაქტებისგან იღებდა, რომლებთან ურთიერთობა ანალიტიკურ ცენტრში მუშაობის პერიოდში ჩამოუყალიბდა.
ამასთან, გერმანაული ტელეკომპანია „ARD“-ის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ჰანს სეიდელის ფონდში მუშაობდა, რომელიც ანგელა მერკელის პარტიის, „ქრისტიან სოციალური კავშირის“ ბავარიის ფილიალთან არის დაკავშირებული. ჰანს სეიდელის ფონდს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.