„როიტერი“ - „გაზპორმი“ დღეიდან საფრანგეთის ბუნებრივი აირის უმსხვილეს ოპერატორ Engie-ს გაზის მიწოდებას შეუმცირებს
„გაზპორმი“ დღეიდან საფრანგეთის ბუნებრივი აირის უმსხვილეს ოპერატორს Engie-ს გაზის მიწოდებას შეუმცირებს.
როგორც „როიტერი“ წერს, აღნიშნულის შესახებ ფრანგული კომპანიის განცხადებაში აღნიშნული.
კომპანიის განცხადების მიხედვით, გაზის მიწოდების შეზღუდვა „გაზპრომსა“ და Engie-ს შორის კონტრაქტის შესრულებასთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო მოხდება, თუმცა განცხადებაში არ არის აღნიშნული თუ რა სახის უთანხმოებები არსებობს კომპანიებს შორის.
უკრაინაში რუსეთი ომის დაწყების დღიდან, „გაზპრომმა“ უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა ფრანგული კომპანიისთვის გაზის მიწოდება, რომელმაც მიმდინარე თვეს 1,5 ტერავატი შეადგინა საათში. 2021 წელს რუსული სახელმწიფო კომპანიის მიერ Engie-სთვის მიწოდებული გაზის რაოდენობა კი საათში 121 ტერავატს აღწევდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „გაზპრომში“ ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთი ბუნებრივ აირს საომარ იარაღად იყენებს და ქვეყანა უნდა მოემზადოს გაზის შეწყვეტის ყველაზე ცუდი სცენარისთვის.