„როიტერი“ - გასულ წელს გერმანიის მოქალაქეობა რეკორდული რაოდენობის ადამიანმა მიიღო, მათ შორის 38% სირიელია
გერმანიის მოქალაქეობა 2023 წელს რეკორდული რაოდენობის ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გერმანიის სტატისტიკის ფედერალურ ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასულ წელს ნატურალიზაციის გზით გერმანიის მოქალაქეობა 200 100-მა ადამიანმა მიიღო, რაც, 2022 წელთან შედარებით, 19%-ით მეტია. აღრიცხვის დაწყებიდან ეს რეკორდული მაჩვენებელია.
იმ ადამიანებს შორის, ვინც გასულ წელს გერმანიის მოქალაქეობა მიიღო, 38% სირიელია, მეორე და მესამე ადგილზე არიან თურქები და ერაყელები.
სტატისტიკის ოფისში აცხადებენ, რომ ნატურალიზაციის მკვეთრი ზრდა უკავშირდება 2024-2016 წლებში ქვეყანაში სირიიდან თავშესაფრის მაძიებლების მასობრივ შემოდინებას, რომელთა შორის სულ უფრო მზარდია იმ პირების რაოდენობა, ვინც ნატურალიზაციის ისეთ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, როგორებიცაა ენის ცოდნა და ქვეყანაში ცხოვრების მინიმალური ვადა.