„როიტერი“ - გამოკითხვის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია რეკორდულ გამარჯვებას მოიპოვებს
Survation-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტია რეკორდულ გამარჯვებას მოიპოვებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
გამოკითხვის შედეგებით, ლეიბორისტები პარლამენტში 650 ადგილიდან 484-ს მოიპოვებენ, რაც გაცილებით მეტია 418-ზე, რომელიც პარტიის ყოფილმა ლიდერმა, ტონი ბლერმა 1997 წლის ცნობილი გამარჯვებისას მოიპოვა.
ამავე გამოკითხვის თანახმად, კონსერვატორები, რომლებიც ბოლო 14 წლის განმავლობაში იმყოფებიან ხელისუფლებაში, მოიპოვებენ მხოლოდ 64 მანდატს, რაც 1834 წელს პარტიის დაარსების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება.
ამასთან, Redfield-ისა და Wilton Strategies-ის მიერ ჩატარებულმა რეგულარულმა გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ლეიბორისტები ლიდერობენ.